„არა რუსულ კანონს“ – პარლამენტთან მორიგი აქცია 19 აპრილს, 19:00 საათზე დააანონსდა

„არა რუსულ კანონს“ – საქართველოს პარლამენტთან შეკრებილმა ახალგაზრდებმა საკანონმდებლო ორგანოსთან მორიგი აქცია ხვალ, 19 აპრილს, 19:00 საათზე დააანონსეს.

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა დღეს რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

მანამდე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, შემდეგ კი კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღეს. აღნიშნულ კანონპროექტს რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ და მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები