პარლამენტთან მიმდინარე აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ სტუდენტების აქცია მიმდინარეობს, გზა გადაიკეტა.

მანამდე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, შემდეგ კი კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით გუშინ, 17 აპრილს მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები