პარლამენტთან აქცია დასრულებულია – აქტივისტთა ნაწილი კვლავ რჩება მთავრობის კანცელარიასთან

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია დასრულებულია. აქტივისტთა ნაწილი კვლავ რჩება მთავრობის კანცელარიასთან.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა მმართველ გუნდისგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გატანა და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღეს. კანონპროექტის განხილვა მესამე დღეა საკანონმდებლო ორგანოში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები