აქციის მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიის შენობას კვერცხები ესროლეს

მთავრობის კანცელარიასთან აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ, ადმინისტრაციის შენობას კვერცხები ესროლეს.

გარდა ამისა, აქტივისტებმა ადგილზე „ქართული ოცნების“ დროშა დაწვეს.

საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრებილთა ნაწილმა მთავრობის კანცელარიის მიმართულებით რამდენიმე საათის წინ მსვლელობით გადაინაცვლეს.

ისინი მმართველ გუნდს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გატანისა და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები