მთავრობის კანცელარიასთან ხმაური და დაპირისპირებაა

მთავრობის კანცელარიასთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ხმაური და დაპირისპირებაა.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრებილთა ნაწილმა მთავრობის კანცელარიის მიმართულებით მსვლელობით გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. გარდა ამისა, ისინი მმართველ გუნდს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გატანისა და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები