პარლამენტის შენობასთან შეკრებილები მთავრობის კანცელარიის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრებილები მთავრობის კანცელარიის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლებისთვის მათ მიერ მიცემული 1-საათიანი ვადა ამოიწურა.

შეგახსენებთ, რომ აქციის ორგანიზატორებმა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, მმართველ გუნდს პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად და აღნიშნული კანონპროექტის გასატანად 1-საათიანი ვადა მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები