პარლამენტთან მიმდინარე აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციას, სადაც მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.

უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივიდნენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღეს. კანონპროექტის განხილვა მესამე დღეა საკანონმდებლო ორგანოში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ფოტო: TV Pirveli

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები