გია ცაგარეიშვილი – პრეზიდენტზე: ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დამღუპველად წარმოაჩინოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ

მმართველი გუნდის წევრი, გია ცაგარეიშვილი შარლ მიშელისა და ემანუელ მაკრონისადმი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ მიმართვას გამოეხმაურა.

„ყველანაირად ცდილობენ, საგარეო მეგობრების მეშვეობით როგორმე ქვეყნის შიგნით საპროტესტო მუხტი შეინარჩუნონ. ქალბატონი ზურაბიშვილი ამაშია გაწაფული, განსაკუთრებით უკანასკნელი თვეების მანძილზე. იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ტრაგიკულად, დამღუპველად წარმოაჩინოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, შეუქმნას გაუკუღმართებული წარმოდგენა თავის კოლეგებს”, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები