დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვაზიანის მე-2 საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია გაიმართა
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოფელ ვაზიანის მე-2 საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა, როგორც აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა, ასევე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმაც მიიღეს.
პარალელურად კი, ბიბლუსმა „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებასთან“ ერთად სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა.
ფოტო – გიორგი შარიმანაშვილი