გიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენი მხარდამჭერები თითოეულ მოქალაქემდე ცდილობენ სიმართლის მიტანას, „ნაცები“ კი, „ფეისბუქის“ შემდეგ, ქუჩებში დაუპირისპირდნენ სიმართლეს – შავი ფულით, შავი ფულის დაცვას ცდილობენ

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ჩაკევტაძე, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხევენ „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გაკრულ საინფორმაციო პლაკატებს ოპოზიციონერი აქტივისტები.

ჩაკვეტაძის განცხადებით, „ფეისბუქზე“ ბანერების დაბლოკვის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ პლაკატების ჩამოხევაზე გადავიდა და ამით უპირისპირდება სიმართლეს.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მმართველი გუნდი საზოგადოებამდე სიმართლეს მიიტანს და არ დაუშვებს ოპოზიციის მიერ ხალხის შეცდომაში მეორედ შეყვანას.

„სამი დღეა აქტიური საინფორმაციო კამპანია მიდის. ჩვენი მხარდამჭერები თითოეულ მოქალაქემდე ცდილობენ სიმართლის მიტანას!

„ნაცები“ კი, „ფეისბუქის“ შემდეგ, ახლა ქუჩებში დაუპირისპირდნენ სიმართლეს. შავი ფულით, შავი ფულის დაცვას ცდილობენ.

მთელი დღეა ვიდეოს ვიდეოზე მიგზავნიან ჩვენი მეგობრები და მხარდამჭერები, როგორ ხევს 2-3 „ნაცი“ საინფორმაციო პლაკატებს.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით გაჩერდებიან საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერები, ძალიან ცდებიან ნაცების „ენჯეოები“ და მათი პატრონები.

არ იცნობს ეს ხალხი ქართველ ახალგაზრდებს და ასევე ცუდად იცნობენ ქართულ საზოგადოებას. თან ვის უშვებენ ამის გასაკეთებლად, ეს კიდევ ცალკე თემაა…

ერთი წამით არ ვაპირებთ გატარებას როგორ სცადეს შარშან საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და როგორ აგრძელებენ წელსაც იმავეს. ყოველ ჯერზე ღირსეულ პასუხს სცემენ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები და ასე გაგრძელდება მომავალშიც.

გამჭვირვალობა მთავარი ევროპული ღირებულებაა, ცენზურის ადგილი კი, არც საქართველოში და არც ევროპაში არ არის!“ – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები