დავით სუხიშვილი: აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მიმდინარეობს გამოძიება – 4 მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში

საგანგებო სიტუაციების სახანძრო-სამაშველო სამსახურის დეპარტამენტის უფროსის, დავით სუხიშვილის განცხადებით, თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

მისივე თქმით, 4 მოქალაქე დამწვრობებით სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

“ამ დროისთვის აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მიმდინარეობს გამოძიება. 112-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე დროულად გამოცხადდა მეხანძრე- მაშველების ჯგუფი. შემთხვევის ადგილიდან მაშველების მიერ გამოყვანილია 6 მოქალაქე. აქედან 2 გარდაცვლილია, ხოლო 4 მოქალაქე დამწვრობებით არის გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში“, – აღნიშნა სუხიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია “ბეთლგრაუნდი”-ის სასროლეთში აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები