FT: ნატო კიევს 100 მილიარდ დოლარს გამოუყოფს
ნატო უკრაინისთვის 100 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ხუთწლიანი პაკეტის გამოყოფის გეგმას ავითარებს.
ამის შესახებ Financial Times-ი იტყობინება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს არის ალიანსის მცდელობა, დაიცვას უკრაინა შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის შესაძლო პრეზიდენტობასთან დაკავშირებული პოლიტიკური განწყობების ცვლილებისგან.
თანხების გამოყოფის ინიციატივით ნატოს გენერალური მდივანი – იენს სტოლტენბერგი გამოვიდა.
სტოლტენბერგი ელოდება, რომ შეთანხმება ვაშინგტონის ივლისის სამიტამდე დაიდება.