ირაკლი კობახიძე – ლევან კობიაშვილის განცხადებაზე: UEFA-ს მხრიდან ფედერაციის განსაკუთრებული წვლილის დაფასება არის აბსოლუტურად ლოგიკური

ლევან კობიაშვილი და მისი კოლეგები წლების განმავლობაში აკეთებდნენ ყველაფერს, რათა შექმნილიყო განსაკუთრებული ისტორიული გამარჯვება, ამიტომ, UEFA-ს მხრიდან ფედერაციის განსაკუთრებული წვლილის დაფასება არის აბსოლუტურად ლოგიკური, – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც UEFA-ს ვებგვერდზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას და მასთან დაკავშირებით „ლელოს“ წევრ თაზო დათუნაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.

კობახიძის თქმით, ფედერაციას სჭირდება დაფასება და UEFA-ს მხრიდან ფედერაციის განსაკუთრებული წვლილის დაფასება აბსოლუტურად ლოგიკურია.

„პირველ რიგში, ეს გამარჯვება არის ნაკრების წევრების, ფეხბურთელების დამსახურება. სწორედ მათ მოიგეს პრინციპული თამაში 26 მარტს. ამასთანავე, აბსოლუტურად მართებულია UEFA-ს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს წარმატება წლების განმავლობაში შეიქმნა და ამ ყველაფრის სათავეში იყო ფეხბურთის ფედერაცია. სწორედ ამის გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება ნაკრების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე, რა თქმა უნდა, კანდიდატებს შორის წარვადგინეთ ფედერაციის ხელმძღვანელობაც. პირადად ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, მისი კოლეგები – გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი ამ წლების განმავლობაში აკეთებდნენ ყველაფერს იმისთვის, რომ შექმნილიყო განსაკუთრებული ისტორიული გამარჯვება, რასაც ჩვენ 26 მარტს მივაღწიეთ. აქედან გამომდინარე, ფედერაციას სჭირდება დაფასება და UEFA-ს მხრიდან ფედერაციის განსაკუთრებული წვლილის დაფასება არის აბსოლუტურად ლოგიკური“, – აღნიშნა პრემიერმა

ინფორმაციისთვის, მამუკა ხაზარაძის პარტია „ლელოს” წარმომადგენელი, თაზო დათუნაშვილი, UEFA-ს მიერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესახებ გამოქვეყნებულმა პოზიტიურმა სტატიამ გააღიზიანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები