რატი იონათამიშვილი – გვარამიას საქმეზე: როდესაც კრიმინალში ხარ წარმატებული, პოლიტიკაში ვეღარ იქნები

“გვარამიამ და კოლექტიურმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2012 წელს პოლიტიკური რესურსი ამოწურა. მას შემდეგ მათ არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არ ჰქონიათ და ვეღარც ექნებათ. მათ აერთიანებთ კრიმინალური წარსული”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ადამიანი კრიმინალია, ის პოლიტიკოსი ვეღარ იქნება.

“ამ კრიმინალს ისინი ჩადიოდნენ როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და მაშინაც, როდესაც ოპოზიციაში იყვნენ. ანუ, მათ ზნე არ შეუცვლიათ. ისინი არიან ხანდაზმული თაღლითები, ასევე მისტერ ოფშორები და შესაბამისად, ეს მათ სტანდარტზე მეტყველებს. ცხადია, როდესაც შენ კრიმინალში ხარ წარმატებული, პოლიტიკაში ვეღარ იქნები,” – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო, ამასთან, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, თავისი საქმით „გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში წავიდეს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები