იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამიას ამ საქმის დასრულებას ვურჩევდი, სტრასბურგშიც არ იყო წასაღები

ნიკა გვარამიას ამ საქმის დასრულებას ვურჩევდი, სტრასბურგშიც არ იყო წასაღები, – ამის შესახებ პარტია
„გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, გვარამიას საქმე, თავისი შინაარსით, პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

„როგორ შეიძლებოდა პოლიტიკური არ ყოფილიყო ნიკა გვარამიას საქმე, „ნაცმოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტის, რომელიც დაიჭირეს იმ მუხლით, რომლითაც სხვა არავინ არ ზის ციხეში და არც არავინ მჯდარა. შესაბამისად, როგორ შეიძლებოდა, ეს არ ყოფილიყო პოლიტიკური, თავისი შინაარსით? მე ვურჩევდი ნიკა გვარამიას, ამ საქმის დასრულება სჯობს, მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არც სტრასბურგში არ იყო წასაღები [საქმე]. ჩვენ პოლიტიკოსები ვართ და ამ ქვეყანაში უნდა ვცდილობდეთ სასამართლო ავაწყოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის უარის შემდეგ, ნიკა გვარამია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში მიდის. როგორც გვარამია აცხადებს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მანდატი მთელ მსოფლიოზე ვრცელდება და მას ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები