გურამ მაჭარაშვილი: გვარამიას არ უცხოვრია სიმართლით და არ იცის ეტყობა, რომ სიმართლე ყველგან სიმართლეა, ქართულ მართლმსაჯულებაშიც და სტრასბურგის სასამართლოშიც

“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ “ნიკა გვარამიას ყველგან დახვდება ის სიმართლე, რომელიც ქართველმა მოსამართლემ გამოიტანა”.

მისივე შეფასებით, გვარამიას არ უცხოვრია სიმართლით და არ იცის ეტყობა, რომ სიმართლე ყველგან სიმართლეა, ქართულ მართლმსაჯულებაშიც და სტრასბურგის სასამართლოშიც.

„ევროპას თავის გამოწვევები არ ეყოფოდა, ახლა გვარამიას უნდობლობა დაემატა. ვფიქრობ, ევროპა ამას გადაიტანს, მაგრამ თვითონ გვარამიამ როგორი რკინის ქალამნებიც არ უნდა ჩაიცვას და რამდენი მთაც არ უნდა გადაიაროს, ყველგან დახვდება ის სიმართლე, რომელიც ქართველმა მოსამართლემ გამოიტანა. გვარამიას არ უცხოვრია სიმართლით და არ იცის ეტყობა, რომ სიმართლე ყველგან სიმართლეა, ქართულ მართლმსაჯულებაშიც, სტრასბურგის სასამართლოშიც და გაეროს სასამართლოშიც“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები