გურამ მაჭარაშვილი – „ლელოს“ შურს ის, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ლელო დადეს და „ლელო“ ლელოს ოქტომბერში ვერ დადებს”

„ლელოს” შურს ის, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ლელო დადეს და „ლელო“ ლელოს ოქტომბერში ვერ დადებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ლელო” უპირატესობას სხვა ქვეყნებს ანიჭებს და არა საქართველოს.

“ლელოს” შურს ის, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ლელო დადეს და „ლელო” ლელოს ოქტომბერში ვერ დადებს. მათ ეს შური ამოძრავებთ და ანტიქართულ განცხადებებს ამიტომ აკეთებენ. ქართული საზოგადოება ამას ხედავს და შესაბამის პასუხს გასცემს ოქტომბერში. სამწუხაროდ, ტენდენცია იყო, რომ საქართველო და მისი ინტერესები პირველ ადგილზე არ იყო. ახლა უკვე ღიადაც ამბობენ ამას. გუბაზ სანიკიძე იქნება თუ „ლელო”, უპირატესობას სხვა ქვეყნებს ანიჭებენ პირდაპირ და არა საქართველოს. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რასაც ვამბობდით, რომ ეს არის მონური ფსიქოლოგია – მთავარია, მათმა პატრონებმა რაიმე თქვან და ისინი ამას არ ეწინააღმდეგებიან. მათთვის საქართველო და მისი ინტერესები პირველ ადგილზე არ იქნება. როცა პირდაპირ ამბობ, პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი, რომ საქართველო არ არის პირველი და პირველობას სხვა ქვეყანა იმსახურებს, იქ მთავრდება შენი საზოგადოებრივი მოღვაწეობა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები