ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა ბუენოს-აირესში საქართველოს საელჩოში გაიმართა და მას ესწრებოდნენ არგენტინაში ისტორიულად მცხოვრები ქართველები, რომელთა ნაწილი არგენტინაში საბჭოთა რეპრესიების პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის დროს, ხოლო მცირე ნაწილი კი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, 90-იან წლებში ჩავიდა.

მინისტრმა შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა დიასპორის წარმომადგენლებს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის. მან ასევე ისაუბრა არგენტინაში განხორციელებულ ვიზიტსა და მის შედეგებზე, ასევე, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ქვეყნის განვითარებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები