ბექა ოდიშარია: აგრესია, რომელიც მომდინარეობს ლგბტ პროპაგანდიდან ჩვენი ოჯახებისკენ, რაც შეიძლება მალე უნდა აღიკვეთოს რეგულაციებზე დაყრდნობით

აგრესია, რომელიც პირდაპირ მომდინარეობს ლგბტ პროპაგანდიდან ჩვენი ოჯახებისკენ, შვილებისკენ, მომავლისკენ, უნდა იყოს რაც შეიძლება მალე აღკვეთილი რეგულაციებზე დაყრდნობით, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

როგორც დეპუტატმა განმარტა, ცვლილებების ფარგლებში მომზადებული კანონპროექტი დაიცავს ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებებსაც.

„ერთი არის ადამიანის უფლებების დაცვა, რომელსაც გპირდებით, რომ მაღალი სტანდარტით იქნება დაცული, ხოლო მეორე შემთხვევაში ის აგრესია, რომელიც პირდაპირ მომდინარეობს ლგბტ პროპაგანდიდან ჩვენი ოჯახებისკენ, შვილებისკენ, მომავლისკენ, უნდა იყოს რაც შეიძლება მალე აღკვეთილი რეგულაციებზე დაყრდნობით, რადგან ეს კანონი დაიცავს იმ ადამიანის უფლებებსაც, ვინც ამ თემს წარმადგენს და რომელთა უმრავლესობაც სხვათა შორის ასევე წინააღმდეგია პროპაგანდის“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები