მაკა ბოჭორიშვილი – გვარამიას საქმეზე: გამოჩნდა, რომ თურმე ქართული მართლმსაჯულება მართალი ყოფილა – ახლა კითხვის ნიშნებს ევროპის მართლმსაჯულების კეთილსინდისიერებაზე სვამენ

გვარამიასა და მედია თავისუფლებას შორის ტოლობის ნიშანივით დაისვა, თითქოს გვარამიას თავისუფლება მედიის თავისუფლებას ნიშნავდა და ამ საქმის სწორი გადაწყვეტილება – მართლმსაჯულებას. გამოჩნდა, რომ თურმე ქართული მართლმსაჯულება მართალი ყოფილა. ახლა კითხვის ნიშნებს ევროპის მართლმსაჯულების კეთილსინდისიერებაზე სვამენ, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ნიკა გვარამიას საქმე წარმოებაში არ მიიღო.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ აინტერესებთ მართლმსაჯულება და სამართალი. ისინი აცხადებენ, რომ მე ვარ სახელმწიფო, მე ვარ სამართალი, მე როგორც მინდა ისე უნდა იყოს და მე როგორც მგონია მართალი ასე უნდა იფიქროს ყველა მოსამართლემ საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთაცო. მაშინ რა აზრი აქვს სამართლებრივ სახელმწიფოზე საუბარს და სტრუქტურების შექმნას, თუ გვარამიას განცხადებით შეუძლია კითხვის ნიშანი დასვას ყველაფერზე?! აქ გვარამიას განცხადება არ არის ამოსავალი წერტილი, აქ მთავარია, რომ ასეთი განცხადებებით ჩვენს ქვეყანაზე, მართლმსაჯულებასა და ყველაფერ იმაზე, რაც სამართლებრივ სახელმწიფოს უკავშირდება, კითხვის ნიშნები ჩნდება“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები