აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოსახლეობას საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.

„ვულოცავთ ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას. გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას!“, – წერს საელჩო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები