„ასეთი ემოცია ცხოვრებაში არ მქონია, მადლობა ქართველ გულშემატკივარს“ – ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი მატჩის შემდეგ

ასეთი ემოცია ცხოვრებაში არასდროს მქონია და მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რადგან ბევრ სტადიონზე მაქვს ნათამაშები, მაგრამ ასეთი რამ არსად მინახავს, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა ზოგს არ ეჯერა მათი, მაგრამ არა უშავს, ახლა დაიჯერებენ.

„უბედნიერესები ვართ მართლა. არ ვიცი, ასეთი ემოცია ცხოვრებაში არასდროს მქონია და მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რადგან ბევრ სტადიონზე მაქვს ნათამაშები, მაგრამ ასეთი რამ არსად მინახავს და დიდი მადლობა. თქვენ იყავით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ დღეს ჩვენ გავიმარჯვეთ. ძალიან დიდი მადლობა“, – აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები