მოსკოვის სასამართლომ ქერჩის ხიდის აფეთქების საქმეზე საქართველოს მოქალაქეს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს, ქერჩის სრუტეზე გამავალი ხიდის აფეთქების საქმეზე, დაუსწრებლად დაპატიმრება შეუფარდა.
ამის შესახებ TASS-ს სასამართლოში განუცხადეს.
აღინიშნა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა ინასარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად პატიმრობის შერჩევის შესახებ.