რატი იონათამიშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: ხელმოწერებს შეაგროვებენ თუ სხვა გზებს მიმართავენ, ამას არანაირი ფასი არ აქვს

“კარგი იქნებოდა, რომ ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ, პირველ რიგში, იმ ათიათასობით ოჯახთან მისულიყვნენ, რომლებმაც საკუთარ თავზე იგრძნეს მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ხელისუფლებისა და სისტემის შედეგები, მაგრამ მათთან მისასვლელი პირი არ აქვთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერების კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, მათ ქმედებებს ფასი არ აქვს.

„ხელმოწერებს შეაგროვებენ თუ სხვა გზებს მიმართავენ, ამას არანაირი ფასი არ აქვს. ისიც ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებებს, არამედ მხოლოდ ასრულებს დავალებებს, რაც ექნება რეიტინგებიდან, იმ დავალებას შეასრულებს, მაგრამ როგორი მზაკვრული გეგმებიც არ უნდა ჰქონდეთ ცალკეულ აქტივისტებს, იქნება ეს სალომე ზურაბიშვილი თუ „ნაციონალური მოძრაობა“, ისინი ვერასდროს აურევენ ჩვენს ქვეყანაში ვერაფერს. მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანენ პოლიტიკურ განაჩენს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები