საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში დღეს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდება.

დღევანდელ მატჩში გამარჯვებული გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები