ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს განვავითარებთ
საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს განვავითარებთ, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
“სიამოვნებით ვმასპინძლობ საქართველოს პრემიერმინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს ერევანში.
სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციის პრაქტიკული განხორციელების შესახებ ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს განვავითარებთ. საუბრისას შევეხეთ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებს”, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.
Pleasure to welcome @PM_Kobakhidze in Yerevan.
Discussed practical implementation of the joint declaration
on the establishment of a strategic partnership between 🇦🇲& 🇬🇪.Agreed to develop our econ, trade, cultural relations. Touched upon topics of regional peace & stability. pic.twitter.com/46QbSthg0b
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) March 25, 2024