როგორია ვაზისუბანში დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა – ექიმის კომენტარი

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის ექიმმა, ეკატერინე მიქელაძემ განაცხადა, გრძელდება დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული კვლევები, დაკვირვება და ახალგაზრდა ქალი გადაუდებელი მდგომარეობების დეპარტამენტში რჩება.

„ინგოროყვას გადაუდებელი მდგომარეობების დეპარტამენტში 22:00 საათზე შემოვიდა ახალგაზრდა ქალი, 27 წლის, რომელსაც სხეულის მიდამოზე აღენიშნებოდა სხვადასხვა ზომის შემავალი სისხლმდენი ჭრილობები. ჭრილობები ბლაგვი საგნით არის მიყენებული. შემოსვლისას ჩატარდა გადაუდებელი ღონისძიებები. ამ ეტაპისთვის გოგონას მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, სტაბილური. გრძელდება დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული კვლევები, დაკვირვება. ის რჩება გადაუდებელი მდგომარეობების დეპარტამენტში“, – განაცხადა ეკატერინე მიქელაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ცნობისთვის, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ახალგაზრდა ქალი გვიან ღამით დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი მეზობელმა, შუახნის მამაკაცმა დაჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები