გამსახურდია – ოპოზიციაზე: ეს ხალხი საქართველოს სასიკეთოდ, მით უმეტეს, საერთაშორისო არენაზე არანაირ ნაბიჯს არ გადადგამს
„ეს ხალხი საქართველოს სასიკეთოდ, მით უმეტეს საერთაშორისო არენაზე, არანაირ ნაბიჯს არ გადადგამს”, – ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციის შესახებ საუბრისას განაცხადა.
“არანაირად არ შედის მათ ინტერესში, რომ საქართველოს ოდნავი მხარდაჭერა მაინც გაუწიონ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მე ეს არ გამკვირვებია. სხვა შედეგს არ ველოდი. რას უნდა ელოდო ამ ადამიანებისგან?!“, – განმარტა გამსახურდიამ.