საბურთალოს რაიონში, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა

დღეს, 24 მარტს, საბურთალოს რაიონში, გოძიაშვილის ქუჩა N31-ის მიმდებარედ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და წყლის დინების შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

“ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები მაგისტრალური ქსელი წყლისგან დაცლისთანავე დაიწყება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 24 მარტს, 15:30 საათიდან 25 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

ვაშლიჯვრის დასახლებაში: სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, ფარჯიანის, გელოვანის, იასამნის, ემუხვარის და თოფურიას და მაჭავარიანის ქუჩებს. ვაშლიჯვრის დასახლების მე-2ა, მე-3 ა, მე-4 და მე-4ბ ზონებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები