ირაკლი ღარიბაშვილი: დავით ხიდაშელმა მნიშვნელოვანი რუკები ჩამოიტანა, მან ძალიან დიდი საქმე გააკეთა სახელმწიფოსთვის
“დავით ხიდაშელს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რუკები ჩამოვატანინეთ, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ამით ხიდაშელმა დიდი საქმე გასწია.
„დავით ხიდაშელს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რუკები ჩამოვატანინეთ, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა. მან ძალიან დიდი საქმე გასწია და მადლობა გადავუხადეთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი მასალა ჩამოუტანა სახელმწიფოს. იგი 4 წელი სიმბოლურად იყო მრჩევლის თანამდებობაზე. ძალიან კარგად ერკვევა ის საზღვრის საკითხებში, დელიმიტაციის, რუკის საკითხებში. 4 წელი ისე მუშაობდა, რომ კითხვა არ დასმულა და არ ვიცი საერთოდ რატომ ასწიეს ახლა ეს თემა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.