ირაკლი ღარიბაშვილი: ოპოზიცია არ არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებით
“ესეც მორიგი საბოტაჟია ჩვეულებრივი. ოპოზიცია ჯერ კიდევ უვიზო რეჟიმის დროს, შემდეგ სტატუსის მინიჭების დროს როგორ იქცეოდა, პირდაპირ მტრობდა ჩვენს ქვეყანას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ევრონესტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების გატარებით არ არის დაინტერესებული.
„ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჯერ არ მიგვეღო უვიზო რეჟიმი და არ მიგვეღო სტატუსი. ეს ფაქტიც, რა თქმა უნდა, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია არ არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებით“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.