მამუკა მდინარაძე: ევრონესტის რეზოლუციის ჩაგდება საკუთარი ქვეყნის ინტერესების ღალატია

“მოკლე შეფასება უნდა ამას, ეს არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების ღალატი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ევრონესტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა.

მისივე თქმით, აღნიშნული ქმედება სხვანაირად ვერ შეფასდება.

„წარმოუდგენელია სხვანაირად შეაფასო, რომ საქართველოს შესახებ, ევროინტეგრაციის გზასთან დაკავშირებით უპოზიტიურესი უამრავი ჩანაწერი იყოს, არა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით, მოლდოვასთან, უკრაინასთან დაკავშირებით და ამას მხარი არ დაუჭირო. ბოლო წუთამდე ჰქონდეს ვიღაცას შენი იმედი და ბოლო წუთზე უარი უთხრა, ეს არის შენი საკუთარი სამშობლოს, შენი ქვეყნის ინტერესების პირდაპირი ღალატი. სხვანაირად ეს ვერ შეფასდება“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები