გიორგი მიქაუტაძე – “ვეტინგზე”: ეს დაანგრევს სასამართლოს დამოუკიდებლობას

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, “ვეტინგის” სისტემა სასამართლოს დამოუკიდებლობას დაანგრევს.

“ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერი მოდელი, მოსამართლის შემოწმების, რომელიც გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობით სასამართლოს ხელისუფლების ჩანაცვლებას.

ეს დაანგრევს სასამართლოს დამოუკიდებლობას და ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს იმ მიღწევებზე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ იმას, რომ ერთი ხელის მოსმით, ამ რადიკალი პოლიტიკოსებისა და NGO-ების ჩარევით, გაურკვეველი ექსპერტებისა უცხოელი მოქალაქეების მონაწილეობით დავანგრევინოთ ეს მიღწევები“, – აღნიშნა მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები