“საერთო მტერს ებრძოდა” – უკრაინაში დაღუპული თენგიზ ჭანიას ძმა

“ერთად გამოვიარეთ ყველაფერი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის. თავს არ ვზოგავდით”, –  ამის შესახებ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ძმა თემურ ჭანია აცხადებს.

მისივე თქმით, თენგიზ ჭანია საერთო მტერს ებრძოდა.

“ქვეყნის სიყვარულმა და ერთგულებამ მოგვიტანა, რაც მოგვიტანა ეს უბედურება. საერთო მტერს ებრძოდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო. უკრაინის ომი როგორც კი დაიწყო, ეგრევე ჩაერთო. აფხაზეთი, სამაჩაბლო… ჯილდოები… საქართველოს დამსახურებული ჯილდო ჰქონდა განსაკუთრებული მამაცობისთვის. უკრაინაში ორი ჯილდო აქვს მიღებული”, – ამბობს თემურ ჭანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები