მაკა ბოჭორიშვილი: მათ საქართველოს ინტერესები არ ამოძრავებთ, არამედ ამოძრავებთ ის, რომ სააკაშვილის წერილები წაიკითხონ საერთაშორისო პლატფორმებზე

“ისინი უნდა მოძრაობდნენ საქართველოს ინტერესების შესაბამისად, თუმცა ეს მათ არ ამოძრავებთ”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა იმ ოპოზიციონერ დეპუტატებზე საუბრისას განაცხადა, რომლებმაც ევროინტეგრაციის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის მიზანია, მიხეილ სააკაშვილის წერილები საერთაშორისო პლატფორმებზე წაიკითხონ.

„ქალბატონი ანა წითლიძე და არა მხოლოდ ის, საუბრობდა რაღაც ცვლილებებზე, რაც მათ სურდათ, რომ წარმოდგენილი ყოფილიყო ტექსტში და ბუნებრივია, ეს არის იმის დასტური, რომ მათ ტექსტი ნანახი ჰქონდათ. როდესაც ისინი არიან დელეგაციაში და საქართველოს წარმოადგენენ, პირველ რიგში ისინი უნდა მოძრაობდნენ საქართველოს ინტერესების შესაბამისად, თუმცა ეს მათ არ ამოძრავებთ, არამედ ამოძრავებთ მხოლოდ ის ინტერესები, რომ მიხეილ სააკაშვილის წერილები წაიკითხონ საერთაშორისო პლატფორმებზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები