დავით მათიკაშვილი: NGO სექტორის ნაწილი დღეს წარმოადგენს ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორს
“NGO სექტორის ნაწილი დღეს, სამწუხაროდ, ყველაზე მეტად გაუმჭვირვალე სექტორს წარმოადგენს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დონორებმა, პასუხი უნდა გასცენ სრულიად ლეგიტიმურ კითხვებს, რატომ და სად მიდის მათ მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები.
„სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს NGO სექტორი, რომელიც აფილირებულია პოლიტიკურ პარტიებთან, ფინანსდება დონორი ორგანიზაციებისგან, მაგალითად „ევროპის დემოკრატიის ფონდი“. რადიკალურ ოპოზიციას, სამწუხაროდ, ბევრი NGO უწყობს ხელს საკუთარი ქმედებების განხორციელებაში, თუნდაც ნიკანორ მელიას ციხიდან გამოშვებაში მათ მიერ გადახდილი 50 000 ლარი რად ღირს?! დონორებმა, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა გასცენ სრულიად ლეგიტიმურ კითხვებს, რატომ და სად მიდის მათ მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები“, – განაცხადა მათიკაშვილმა.