დავით მათიკაშვილი: „ვეტინგის“ საკითხი დახურულია

მმართველი გუნდის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ვეტინგის“ საკითხი დახურულია.

მისივე თქმით, მოსამართლეთა პროფესიონალიზმის და კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა არსებობს და საქართველოს სასამართლო კორპუსი ამ სისტემას მიჰყვება.

“ვეტინგის“ საკითხი დახურულია. ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევას და ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევას, რომელიც საქართველოში უზენაესი კანონია. მოსამართლეთა პროფესიონალიზმის და კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა არსებობს და ამ სისტემას მიჰყვება საქართველოს სასამართლო კორპუსი. რაიმე სახით, იმ პროცესის განმეორება სურთ, რომელსაც 2003-2005 წლებში ჰქონდა ადგილი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები