ირაკლი ღარიბაშვილი გურიის რეგიონში პარტიულ აქტივს  შეხვდება

დღეს, 24 მარტს, 13.00 საათზე, ოზურგეთში, „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეშიგიორგი ურუშაძე.

მათივე ცნობით, „ქართული ოცნების” თავმჯდომარის და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები