“ფეხბურთის ფედერაციამ, კლუბებმა მათ შორის და მთლიანად საფეხბურთო სამყარომ შევძელით ის, რომ დღეს ვართ იქ, სადაც ვართ” – ლევან კობიაშვილი
ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის, იმერეთის აკადემია, რომელმაც პირველი ფეხბურთელები მიიღო. გასულ წელს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ, რომელმაც ძალიან დიდი პოზიტიური ნიშნები დატოვა არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, ქვეყნის გარეთაც. ეს არის ის გზა, რომელსაც საბოლოოდ მივყავართ იმ წარმატებასთან, რასაც წლების განმავლობაში ველოდით, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„ძალიან კარგად მახსოვს, რამდენიმე წლის წინ სად ვიყავით რეიტინგში და დღეს სად ვართ. თუ გადავხედავთ გასულ პერიოდს, ფეხბურთის ფედერაციამ, კლუბებმა მათ შორის და მთლიანად საფეხბურთო სამყარომ შევძელით ის, რომ დღეს ვართ იქ, სადაც ვართ – გვაქვს ის თამაში, რომელიც გველოდება 26 მარტს. ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის იმერეთის აკადემია, რომელმაც პირველი ფეხბურთელები მიიღო. გასულ წელს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ, რომელმაც ძალიან პოზიტიური ნიშნები დატოვა არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, ქვეყნის გარეთაც. ეს არის გზა, რომელსაც საბოლოო ჯამში მივყავართ იმ წარმატებასთან, რასაც წლების განმავლობაში ველოდით. თითოეული ასეთი წარმატება არის იმის მაჩვენებელი, რომ ვართ სწორ გზაზე“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.