24 მარტს მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართება

2024 წლის 24 მარტს, 12:30 სთ-ზე, სასტუმრო “ბილტმორ თბილისში”  მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართება. ღონისძიება „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ ორგანიზებით ჩატარდება.  ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა! სიმპოზიუმს გახსნის „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, თეა ადუაშვილი.

„საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია ყოველწლიურად ახორციელებს 100 მეწარმე ქალის მხარდაჭერის პროექტს. წელს „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვისGLIP პარტნიორობის ფარგლებში“ ორგანიზებით ტარდება ქალ მეწარმეთა სიმპოზიუმი.  ღონისძიება შედგება ორი ნაწილისგან. პირველი  ქალი მეწარმეებისთვის საინტერესო და აქტუალური საკითხების განხილვას დაეთმობა, წარმოდგენილი იქნება ისეთი საინტერესო თემები, როგორიცაა, მაგალითად, შრომითი უფლებების დაცვის მნიშვნელობა და პრაქტიკული რჩევები, საგადასახადო კანონმდებლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები და სიახლეები. ასევე წარმოდგენილი იქნება თემა: „მე ვირჩევ წარმატებას“, რაც, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და მასტიმულირებელი იქნება დამსწრე საზოგადოებისთვის.  მეორე ნაწილში კი მეწარმეებს აუდიტორული, ბუღალტრული და იურიდიული მიმართულებებით პროფესიონალური საკონსულტაციო მომსახურების სრულიად უსასყიდლოდ მიღების საშუალება ექნებათ.

ღონისძიებას წარუძღვებიან:  მანანა აბულაძე – საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის  თანადამფუძნებელი, ნინო ლიპარტია – ადვოკატი, პროფესორი, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის თავმჯდომარე. მარიამ სიჭინავა-სამართლის მაგისტრი, ადვოკატი, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები