ხორვატიის პრემიერი: ხორვატია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას – დარწმუნებული ვარ, საქართველო მიჰყვება გზას, რაც გადაწყდა უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით
ხორვატია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მიჰყვება გზას, რაც გადაწყდა უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით, – ასე უპასუხა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა „ქრონიკის“ კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ელოდება შემდეგ ეტაპზე, მოლაპარაკებების გახსნაზე გადასვლას და როგორი იქნება მისი გზავნილი.
მისი თქმით, დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო.
„ქართველი ხალხის, მეგობრების მიმართ ჩემი გზავნილია, გააგრძელონ ევროპული რეფორმები. დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო და მე ძალიან კარგად მახსოვს სურათები საქართველოს ქალაქებიდან და მოედნებიდან, თუ ხალხს რამდენად პოზიტიური რეაქცია ჰქონდა ამ გადაწყვეტილებაზე.
ახლა კანდიდატის სტატუსის შემდეგ უფრო მეტი ინვესტიციაა საჭირო კრიტერიუმებისთვის მუშაობაში. როდესაც ეს მოხდება, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მიჰყვება გზას, რაც გადაწყდა უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით. ხორვატია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას. ხორვატია ბოლო ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირს შეუერთდა, და თუ ჩვენ არ ვიქნებით გაფართოების მომხრე, მაშინ სხვა ვინ იქნება“, – აღნიშნა ხორვატიის პრემიერმა.