ილია დარჩიაშვილი: ჩვენი ხელისუფლებისთვის დიასპორის წარმომადგენლები საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ნაწილია
„ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც დროებით ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, მინდა როგორც ერთმა რიგითმა მოქალაქემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოვხატო განსაკუთრებული პატივისცემა და სითბო. ჩვენი ხელისუფლების ხედვა ასეთია, რომ დიასპორის წარმომადგენლები საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ნაწილი გახლავთ” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.