ევროკავშირის ელჩი: ევროკავშირში გაწევრიანების უზარმაზარი სახალხო მხარდაჭერით, ცხრავე ნაბიჯი შეიძლება ძალიან სწრაფად განხორციელდეს
ევროკავშირში გაწევრიანების უზარმაზარი სახალხო მხარდაჭერით, ცხრავე ნაბიჯი შეიძლება ძალიან სწრაფად განხორციელდეს,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„მე სრულად ვეთანხმები, რომ საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალის ერთგულებით, შეუერთდნენ ევროკავშირს, ძალიან მყარი, პროფესიონალური ადმინისტრირებით, ევროკავშირში გაწევრიანების უზარმაზარი სახალხო მხარდაჭერით, ცხრავე ნაბიჯი შეიძლება ძალიან სწრაფად განხორციელდეს, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, რომ დრო იწურება. როგორც ვიცით, საქართველოში არჩევნები ახლოვდება და საარჩევნო კამპანია არ არის საუკეთესო გარემო სერიოზული რეფორმების განსახორციელებლად. ასე რომ, დრო არ უნდა დაიკარგოს“, – განაცხადა ელჩმა.