ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ
მოხარულია იმით, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადი გააკეთა.
მისივე თქმით, ევროკავშირის ინტეგრაციის პრიორიტეტზე ერთიანობა აუცილებელია და საჭიროა ყველამ ერთად კონსტრუქციულად იმუშაოს.
„საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ახლა ქართველებმა უნდა გაიარონ ეს კარი. ასე რომ, კარი ღიაა, მაგრამ თქვენ თავად უნდა გაიაროთ ეს კარი ერთად. ევროკავშირის ინტეგრაციის პრიორიტეტზე ერთიანობა აბსოლუტურად აუცილებელია, საჭიროა ყველამ ერთად კონსტრუქციულად იმუშაოს, მაგრამ რამდენად სწრაფად გააკეთებთ ამას, თქვენი გადასაწყვეტია. მე ვგულისხმობ იმას, თუ რაიმე მიზეზით გრძნობთ, რომ გჭირდებათ მეტი დრო, ან რომ კიდევ მეტად უნდა დაფიქრდეთ, ან არსებობს სხვა პრიორიტეტები ევროკავშირში ინტეგრაციის გარდა, ეს თქვენი არჩევანია. როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ არჩევანს, რაც აქ, თბილისში გაკეთდება, მაგრამ რაშიც ნამდვილად მინდა დაგარწმუნოთ, არის, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭებით, 27 წევრმა ქვეყანამ ხმამაღლა განაცხადა : კარი ღიაა, გელოდებით“, – აღნიშნა ელჩმა.