მიხეილ ყაველაშვილი – გიორგი ვაშაძეს: უნდა გაგხიოს ცემით კაცმა, არაკაცო!

“უნდა გაგხიოს ცემით კაცმა, შე არაკაცო,” – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერ გიორგი ვაშაძეს.

ყაველაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდა „სტრატეგია აღმაშენებლის“დეპუტატებს – გიორგი ვაშაძეს და პაატა მანჯგალაძესაც და მათ „მოღალატე“ და „არაკაცი“ უწოდა.

“უნდა გაგხიოს ცემით კაცმა, შე არაკაცო… იმდენი კაცობა არ გეყოთ, რომ ბოდიში მაინც მოგეხადათ“, – მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა გიორგი ვაშაძეს.

გარდა გიორგი ვაშაძის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებისა, მიხეილ ყაველაშვილმა რამდენჯერმე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარესაც მიმართა.

“არ მოგცემ საშუალებას, საზოგადოებას ასე დავარცხნილად ესაუბრო- მეგის ქარდავას თანაპარტიელი ხარ!” – ამ სიტყვებით კი ყაველაშვილმა მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას.

ამასთან, ემიგრაციის პრობლემებზე საუბრის დროს, ბოკუჩავას ყაველაშვილმა ადგილიდან რამდენჯერმე მიმართა, რომ მისი პარტიის კისერზეა სანდრო გირგვლიანის და რობაქიძის საქმეები.

ყაველაშვილი ასევე სიტყვიერად დაუპირისპირდა დეპუტატ თაკო ჩარკვიანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები