ნიკოლოზ სამხარაძე: „ევრონესტის“ რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარი სამარცხვინოა, საზოგადოებამ მათი ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ იხილა

ოპოზიცია აგრძელებს მავნებლობას,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ევრონესტის“ რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარი სამარცხვინოა და საზოგადოებამ
ოპოზიციის ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ იხილა.

„უკვე ისიც მოახერხეს, რომ საპარლამენტო ასამბლეაში ხმა არ მისცეს ისეთი რეზოლუციის დაინიცირებას, რომელშიც საუბარი იყო ევროკავშირში საქართველოს წევრობაზე და ქვეყნის დეოკუპაციაზე. ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტი რაც არის, ამ რეზოლუციის პროექტში იყო ასახული. მნიშვნელოვანი იქნებოდა, რეზოლუცია „ევრონესტს“ მიეღო. რა თქმა უნდა, ილუზია არ გვაქვს, რომ ამით რაიმე გარღვევა მოხდებოდა ერთი ან მეორე მიმართულებით, მაგრამ საპარლამენტო ასამბლეები იმისთვის არსებობს, რომ რეზოლუციები მიიღონ. ამ შემთხვევაში არცერთმა ოპოზიციონერმა რეზოლუციის ინიცირებას მხარი არ დაუჭირა, რაც არის პრობლემა. არ მგონია, რომ ეს უვიცობის პრობლემა იყოს. თუ უვიცობის პრობლემაა, ეს დიდი პრობლემა ყოფილა, მაგრამ ეს უფრო მავნებლობაა. ისინი საკუთარ მავნებლობას აგრძელებენ. როცა რეზოლუცია ინიცირდება, ის პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებს ეგზავნება. ჩვენი დელეგაციის წევრები ამ ყველაფრის შესახებ ინფორმირებული იყვნენ და ამას ცხადყოფს ისიც, რომ ისინი რეზოლუციაში ცვლილებების შეტანასაც კი აპირებდნენ. თუ ინფორმაცია არ ჰქონდათ, ტექსტში რა ცვლილებები შეჰქონდათ? მავნებლობა ჰქონდათ ჩაფიქრებული და უვიცობაში გადაეზარდათ. რაც მოხდა, კარგია, რადგან საზოგადოებამ მათი ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ იხილა“, – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები