დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ არჩევნები მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება, ქვეყანაში არეულობის მოწყობის შესაძლებლობა კი არავის მიეცემა.
“არჩევნებს ვინც აყალბებდა, ყველას კარგად გახსოვთ – 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლების ამბავიც და ისიც, თუ ვის ჰქონდა ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობა. არცერთ გარე ქვეყანას არ მიეცემა შესაძლებლობა ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, მოაწყოს რევოლუცია. 2024 წლის არჩევნები ჩატარდება მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი ხედვები ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. საერთოდ თუ გააჩნიათ ასეთი ხედვა, რა თქმა უნდა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.