ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროდ, საქართველოში არასამთავრობოების ძალიან დიდი ნაწილი არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი

სამწუხაროდ, საქართველოში არასამთავრობოების ძალიან დიდი ნაწილი არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა
განაცხადა.

ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელ ნოდარ ხარშილაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ გაზარმაცდა, ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, დიდი შანსი ექნებოდა არჩევნებზე, დაქუცმაცებით ვერანაირი ერთობა ვერ ვნახეთ, ივანიშვილს კი შანსი აქვს, ამჯერადაც გადარჩეს“.

ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ “ქართულ ოცნებას“, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილს არაფერი სჭირთ გადასარჩენი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი გაახმოვანა”.

“რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ დაფინანსების წყაროებს, სამწუხაროდ, საქართველოში არასამთავრობოების ძალიან დიდი ნაწილი არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, თითქოს სამოქალაქო სექტორის დამოუკიდებელი აზრის და ა.შ. ამ ნარატივით პირდაპირ პოლიტიკური პროცესების თანამონაწილეები გახდნენ და გახდნენ ყოველთვის ნეგატიური კონტექსტით და მიმართულებით. ამასთან ერთად, რაც მთავარია, ეს რომ შენიღბული იყოს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათი დაფინანსების წყარო, ფინანსების გამოყენების მიზნები იყოს დაფარული. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ყველაზე მეტს ლაპარაკობენ ღიაობაზე, გახსნილობაზე არიან ყველაზე დახურული ორგანიზაციები და კარგი იქნება, მათი ავტორიტეტი ოდნავ მაინც რომ გახდეს დასაფასებელი საზოგადოებისათვის, თვითონვე წარმოადგინონ ფინანსები. ვთავაზობთ მათ, ისეთი დონის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სადაც ნათელი იქნება, ვინ არიან მათი დამფინანსებლები, რამდენია და რა მიზნებისთვის არის ეს დაფინანსება, ემსახურება თუ არა ეს არასამთავრობო სექტორისთვის დამახასიათებელ მიზნებს, თუ პოლიტიკური ბრძოლის იარაღია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები