შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ხელს თუ არ მოაწერს, ორშაბათს მე მოვაწერ ხელს და ცვლილება ამოქმედდება

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ხელს თუ არ მოაწერს, ორშაბათს თავად მოაწერს ხელს.

„საარჩევნო რეფორმას რაც შეეხება, ვეტო დაძლეულია. როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე არ აპირებს, ხელი მოაწეროს, მიუხედავად იმისა, რომ ვეტო დაძლეულია. არაუშავს, ხელს თუ არ მოაწერს, ორშაბათს მე მოვაწერ ხელს და ამოქმედდება ის ცვლილება, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ იყოს სამართლიანი არჩევნები, ეფექტიანად მომუშავე ცესკო. ჩვენი ნაბიჯი უკვე გადავდგით სხვა ნაბიჯებთან ერთად, რომელიც ეხება ელექტრონულ ცვლილებებს და ასე შემდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები