გია ცაგარეიშვილი: საქართველოში გადმორიცხული მილიონობით დოლარი პირდაპირ ხმარდება თავაშვებულ პროპაგანდას ქვეყნის წინააღმდეგ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში გადმორიცხული მილიონობით დოლარი პირდაპირ ხმარდება თავაშვებულ პროპაგანდას ქვეყნის წინააღმდეგ, ევროპული ღირებულებების დამდაბლებას და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შეფერხებას.

„ქვეყანას აბრალებენ ათასგვარ უბედურებას, თითქოს, ჩვენ ჩართულები ვართ სასანქციო წესრიგის დარღვევაში, რომ რუსულ ინტერესებს ვატარებთ, რომ კავშირები გვაქვს ფარულ სეპარატისტულ რეგიონთა ხელმძღვანელებთან და ა.შ”, – თქვა ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი უცხოურ დონორებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ, რისთვის ხარჯავენ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები თანხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები